კახა კალაძე - ხაზარაძე არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს - სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი "ლუზერი" რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა მათგანის, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის წარსული და მისი ფუნქციები.

"თუ რა ფუნქცია ჰქონდა ვაჟბატონს [მამუკა ხაზარაძეს] და რა სიბინძურით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას შეხსენება, ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია და ეს მუქარები, წარმოიდგინეთ, მისი გადმოსახედიდან, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და გაქცეული უნდა იყოს. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა, ასეთი ადამიანები საერთოდ, პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ." - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება