ირაკლი ქადაგიშვილი - რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია - „სამაძერჟეცი“ და მისი მოწინააღმდეგე „ბუნტარი“, თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი - ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ

ის რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია - „სამაძერჟეცი“ და მისი მოწინააღმდეგე „ბუნტარი“, თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი - ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ, რადგან არც რუსეთია საქართველო და არც მიხეილ სააკაშვილია უკომპრომისო დისიდენტი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ ადეპტებს სხვისი სიმამაცითა და სხვისი სიკვდილით ვაჭრობა ახასიათებთ“.

მისივე თქმით, “პრობლემაა არა შეწყალება, არამედ ღალატთან თანაზიარება და ღალატის თანამოზიარე არავინ უნდა გახდეს“.

„პატივი ეცით თქვენს ქვეყანას და სხვისი ცუდი მაგალითის თქვენ ქვეყანასთან პროეცირებას ნუ ახდენთ!

რაც შეეხება შეწყალებას, შეწყალება ჰუმანური აქტია. ჰუმანური აქტია მათ შორის დამნაშავე თანამდებობის პირებისა და პრეზიდენტების მიმართ, მაგრამ ამ ჰუმანური აქტის აღსრულების წინ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც ეს ჰუმანური აქტი უნდა შეეხოს, დღენიადაგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ბოლომდე დააზიანოს. ინანიებს იმას, რაც მან ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა? - არა! ის და მისი მთელი ამალა ინანიებს იმას, რაც საქართველოს ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დააბრალეს? - როცა ქვეყანას იმას აბრალებ, რომ მან შენ მოგწამლა, გაწამა და არ გიმკურნალა, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს. როდესაც ამას მთელი საზოგადოების თვალწინ ასე უტიფრად აკეთებ და ჩვენს ქვეყანას ბოროტი გაშმაგებით ებრძვი, ამის მერე შეწყალებას ითხოვ?! - ეს არ არის შეწყალება, ეს არის ღალატი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების მიმართ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება