საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „სადიზმის მაგალითი“ უწოდა.

„სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს დადასტურებული ფაქტია. სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, თქვათ, რომ მძიმე წარსულია და როგორღაც ვეცდებით, რომ ეს გამოვასწოროთ, იქით საუბრობთ აბსურდულ რაღაცებზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძეს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა უპასუხა.

„არ გაქვთ ნანახი კადრები თქვენიანები როგორ სცემენ ახალგაზრდებს? თუ თქვენ გცემდნენ, იმავეს რატომ იმეორებთ? ძალადობა ძალადობაა. რაც ცუდი იყო, ის კი არა, კარგი უნდა გადმოიღოთ. თქვენთვის ძალადობა „მოსულა“ და სხვისთვის არა?“, - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა ზურაბ აბაშიძეს.

ამასთან, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დიალოგს „უხერხული“ უწოდა.

საბოლოოდ, სიტყვიერი დაპირისპირების შეწყვეტისკენ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს