გიგა ბოკერია - საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება

საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ NDI-ს სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი ოპოზიციასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, თუ იქნება საზოგადოების მაღალი აქტიურობა, დიდი კონსენსუსი და გამოიხატება ნება, მაშინ არჩევნები ვერანაირად ვერ გაყალბდება.

„კამპანია იმის შესახებ, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია, აწყობს „ქართულ ოცნებას“, რათა უიმედობა დანერგოს. სწორედ ეს სურთ მათ, რომ მსგავსი წინასწარი კლიმატი შეიქმნას. ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამ მეთოდებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ყველა ტიპის ზეწოლა, მიუხედავად იმისა, თუ რა ეფექტს გამოიღებს, გამოსაყენებელია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება