საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირში გაწევრების მიზნით მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები გააცნო

საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის გაფართოების მომავალი: სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ ხორვატიის იუსტიციის და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით იმართება. მასში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი კანდიდატი ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხორვატიის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. ამგვარ პლატფორმებში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ევროინტეგრაციის პროცესში სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების მიზნით გატარებული წარმატებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასა და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ განსახილველი საქმეების ისტორიულ მინიმუმზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამისათვის უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, აღრმავებს დარგობრივ თანამშრომლობას, ნერგავს ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკას, ეცნობა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას და უზიარებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება