ირაკლი კობახიძე - უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს - სანქციებს არ ვიღებთ და ამაზეც ძლიერი არგუმენტები გვაქვს

უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელი ჟურნალისტის „მეორე ფრონტთან” დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„სამწუხაროდ, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება იყო, რომლებიც უკრაინის მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ესენი უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ, რაც საკმაოდ სამწუხაროა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს - პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდიდით. უკრაინელ ხალხთან ძალიან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს ქართველი ხალხის გრძნობაა უკრაინელი ხალხისადმი და როდესაც საქმე უკრაინის დახმარება იქნება, მაგის ნაწილი ვიქნებით. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პოზიცია გვაქვს. სანქციებს არ ვიღებთ და ამაზე ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად არ გამოიყენება. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივყვებით და გავაგრძელებთ ამ გზას. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია და უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რომელიც ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს