ოლივერ ვარჰეი - კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს

კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს და დივიდენდებს, რომელიც მას მოაქვს. არა მხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ამიტომ, თუ ჩვენი დღევანდელი დისკუსიიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ ჩვენ მუშაობას დავაჩქარებთ, რათა ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელების ფარგლებში შედეგების მიღწევა მოხდეს. იქნება ეს ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განხორციელება, თუ ზოგადად ეკონომიკური რეფორმები, რათა საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი გახდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს გაფართოების ამოცანების შესრულება არა მხოლოდ შეუძლია, არამედ მათი შესრულება სურს, რაც ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში აისახა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოყენება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, რომ დააჩქარონ მუშაობა სასამართლოს რეფორმის და რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილებში. დღეს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ცხრა ნაბიჯი, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ჩვენც ვიყოთ მზად. სწორედ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, წინ ბევრი სამუშაო გველოდება და ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდა, ამას განაპირობებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია