დავით უსუფაშვილი - ახლა მაქვს არჩევანი 15 წუთი ვისაუბრო თემაზე, პრინციპით - „შეაყარე კედელს ცერცვი“ ან 15 კოლეგასთან ერთად, 15-წუთიანი დუმილი გამოვხატო ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის ძალიან ცუდ მდგომარეობაზე

ახლა მაქვს არჩევანი 15 წუთი ვისაუბრო თემაზე, პრინციპით: - „შეაყარე კედელს ცერცვი“ ან 15 კოლეგასთან ერთად, 15-წუთიანი დუმილი გამოვხატო ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის ძალიან ცუდ მდგომარეობაზე - სირცხვილია, როცა პარლამენტში, პარლამენტის წევრები იმაზე ჩივიან, რისთვის სხედან ისინი აქ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის რეზოლუციის პროექტზე მსჯელობისას გააკეთა, რომელშიც ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, პარლამენტში საკითხი შემდეგნაირად დგას და სადავოა არა ის, პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს გაიზიარებს თუ არა, არამედ განიხილავს თუ არა საერთოდ, რაც უსუფაშვილის თქმითვე, არასდროს, არც ერთი მოწვევის პარლამენტში არ მომხდარა.

უსუფაშვილის ინფორმაციით, „ლელოს“ 10 პროექტიდან ცხრა კომიტეტებშიც არ განხილულა.

„მოდი, გავყვეთ თქვენს მონაცემებს, რომ ოპოზიციის პროექტები 25% ანუ მეოთხედი არ განხილულა - რატომ არ იხილება?! ასეთი ერთი პროექტიც რომ იყოს, არ უნდა ვიკითხოთ, რატომ? - იმიტომ ხომ არა, რაზეც პასუხი ამ დარბაზში ხშირად ისმის და რა თემაზეც ყველაზე მკაფიო უმრავლესობის ლიდერი იყო, როცა პიროტექნიკასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე თქვა: - რა თქმა უნდა, ეს პროექტი მისაღებია, მაგრამ მათ ინიცირებულს არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ, არ მივიღებთ... „ლელოს“ ანტიკორუფციული კანონი, საარჩევნო ცვლილებები და ასე შემდეგ, კომიტეტზე მაინც განგვეხილა...

ჩვენი მხრიდან ამაზე რეზოლუციების პროექტების წერა სასურველი არ არის, რადგან რას ვგავართ ახლა - ამხელა ხალხი ვართ, ხალხს ჩვენი იმედი აქვს და ვჩივით, რომ იმასაც ვერ ვაღწევთ, რომ დაწერილი კანონპროექტები სადმე იქნას განხილული, მაგრამ იქნებ უმრავლესობის წევრებიც დაფიქრდნენ: - ჩვენ რაღაც ვგავართ ასეთ დროს, რა დემოკრატიასა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ელემენტარულ პრინციპებზე ვლაპარაკობთ...

იქნებ რაიმე მოვიფიქროთ და ორივე მხარემ ჩვენ საქმიანობას რესპექტაბელური სახე მივცეთ“, - მიმართა უსუფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება