თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო მსჯელობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დამამძიმებელ გარემოებაში 24 წლის მამაკაცის ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ჯემალ-ბაჩო სირაძის სასამართლო პროცესი დაიწყო.

სასამართლო სხდომას მოსამართლე თეონა ვაიტაშვილი უძღვება.

პირს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

მკვლელობა, სავარაუდოდ, მანამდე არსებული უთანხმოების საფუძველზე მოხდა.

იმავე საქმეზე, ასევე, დაკავებულია მეორე პირი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა. აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული, დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავე დღეს, დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს მასთან, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ იმავე პირმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ის პირი, რომელსაც დაზარალებულთან ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება