ჯოზეფ ბორელი - როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში - ეს ცხადყოფს, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა − ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცეს ფიქრობენ, ევროკავშირი არის მათი მომავალი.

„ბატონო პრემიერო, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. გასაოცარი მარტო ჩემთვის კი არ იყო, ყველასთვის გასაოცარი იყო, თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად ჩემამდე, ჩემს ვიზიტამდეც და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცეს ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ქვეყნის მედეგობა და თქვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოხდეს”, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს