ნათია მოდებაძე საკრებულოს ოპოზიციას - თქვენს დროს ქალაქის მერი ბიუჯეტის ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა - „ქართული ოცნება“ არ დაიშლება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა­ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი უამრავ ნაწილში იზრდება, რასაც ოპოზიციონერები მხარს არ უჭერენ.

ნათია მოდებაძის განცხადებით, საკრებულოზე ოპონენტების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი კითხვები ისმება.

„განსაკუთრებულად უცნაურ გამოსვლებს ვისმენ დღეს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან და მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა დღევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით: ხან იმას გვსაყვედურობენ, რატომ ვერ ასაქმებთ ადამიანებსო, ხანაც - რატომ ასაქმებთ და ქმნით სამუშაო ადგილებსო, ბიუჯეტს ძარცვავთ, მაგრამ ნაშთი რატომ გრჩებათო. ურთიერთგამომრიცხავი კითხვებია. თქვენს დროს რომ მერი იყო, ის იმ ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა. არ გისაუბრიათ თემატურ ნაწილზე, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენ დღეს მხარს რომ ვუჭერთ, იმ ბიუჯეტის ნაწილით აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 250 ბავშვი დაფინანსება. ამ რაოდენობამ კი მთლიანად ამოწურა მომლოდინე რეჟიმში მყოფი ბავშვები. არცერთი ბავშვი არ დარჩება მკურნალობის მიღმა. არაფერს საუბრობთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსებაზე, ერთჯერად დახმარებებზე, მილიონობით გახარჯულ ლარზე, რომლითაც წამლები დაფინანსდა, კულტურულ-სპორტულ მიმართულებებზე. უამრავ ნაწილში იზრდება ბიუჯეტი, რომელსაც დღეს თქვენ მხარს არ უჭერთ. მესმის, რომ თქვენთვის რთულია დადებით და პოზიტიურ ჭრილში საუბარი, მაგრამ თქვენს ამომრჩეველს ეცით პატივი და ტყუილს მაინც ნუ იტყვით, ან ნურაფერს ნუ იტყვით საერთოდ. პატივი ეცით თქვენს ამომრჩეველს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

როგორც ნათია მოდებაძემ აღნიშნა, უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას.

„თქვენს ამომრჩეველს უთხარით, რომ მხარს არ უჭერთ გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეს, რომლებმაც თქვენ აგირჩიათ. ასევე, თქვენი დაშლილი პარტია დარდობს იმას, თუ სად არის პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე. „ქართული ოცნება“ არ დაიშლება და 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გექნებათ პასუხი იმაზე, თუ რას აკეთებს და კიდევ რამდენი წელი გააკეთებს „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ საქმეს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია