აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მნიშვნელოვან პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი პარასკევს იქნება გამოცხადებული.

სანქციები პასუხად მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომლის დასაწყისიდანაც შაბათს 2 წელი იქნება გასული, და ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

კირბიმ ასევე მოუწოდა კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას - მიიღოს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებასაც მოიცავს.

„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამ, რაც ახლა შეგვიძლია ვქნათ, რათა ვლადიმირ პუტინს გავცეთ პასუხი, არის, რა თქმა უნდა, ორპარტიული უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც აგრძელებს მამაცურად ბრძოლას და საკუთარი ქვეყნის დაცვას“, - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ბაიდენმა აქამდე განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება