სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს რუსეთის შეფასებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი გამოწვევების, მათი შიდა მიზეზებისა და დინამიკის შესახებ, ასევე ამ პრობლემების ეფექტურად დასაძლევად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ლავროვს დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა კოლეგებთან „განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებიდან“.

შეგახსენებთ, რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა