ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილული იქნას ის რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა.

„დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატო-ს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, მეორეს მხრივ, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა ამ მიმართულებით. ეს არის ხაზგასმული ყველა იმ განცხადებაში, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან დეკემბერში, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური არის იმის, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება