ვახტანგ მახარობლიშვილი - ყველა შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

საბჭოს გარდა, რა თქმა უნდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ისევე როგორც უმაღლეს წარმომადგენელთან, ბორელთან. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაფართოების ევროკომისართან, ვარჰეისთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, ერთი მხრივ იყო საუბარი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება, მეორე მხრივ, ბუნებრივია, საუბარი იყო იმ ახალ შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს გაეხსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.

„ასევე მხარეებმა ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს შემდგომ ეტაპთან, რომელიც არის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ყველა შეხვედრაზე საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით რა მხარდაჭერა შეიძლება აღმოგვიჩინოს ევროკავშირმა და რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ. ასე რომ, შესაჯამებლად, ნამდვილად ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან პროდუქტიული, მომავალზე ორიენტირებული და შინაარსით დატვირთული შეხვედრები გაიმართა“, - განაცხადა ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია