ვახტანგ მახარობლიშვილი - გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - დღეს გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ.

„ბუნებრივია, საუბარი ისევ და ისევ შედგება გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით და იმ ახალ ნაბიჯებთან და შესაძლებლობებთან, რომლებიც მოიტანა დეკემბრის გადაწყვეტილებამ და კერძოდ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ. რა თქმა უნდა, ყველა ამ ეტაპზე და პროცესში ხაზი გაესმება ევროპარლამენტის როლს და მნიშვნელობას, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია საარჩევნო კონტექსტში. არის ევროპარლამენტის არჩევნები, ასევე არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად მხარეები ისაუბრებენ აღნიშნულ თემატიკაზე და ხაზს გაუსვამენ მის მნიშვნელობას“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს