უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს. „საბრძოლო მოქმედებების შედეგად, პოლტავის ოლქში X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 განადგურდა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა 6-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა მიზანს ვერ მიაღწია.

რუსებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, ხოლო Kh-59-ს ტიპის რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. ასევე, რუსებმა როსტოვის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით, S-300-ის ტიპის საზენიტო რაკეტა და Kh-22-ის ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება