დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ის თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, სრულად განახლდა ავეჯი, წიგნის საცავი, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცეები, კომპიუტერები, პატარა მკითხველებისთვის ცალკე კუთხე მოეწყო. ცხადია, განახლდა წიგნადი ფონდი. ეს ფილიალი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა დიღომს. დარწმუნებული ვარ, განახლების შემდეგ, ძველებთან ერთად უამრავ ახალ მკითხველსაც შეიძენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების არა მხოლოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ შენდება მედიათეკებიც, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება