ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა

ტერაბანკი ახალგაზრდების განათლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და Zoomout-ის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდა.

6 კვირის განმავლობაში პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდები იდეების გენერირებასა და დახვეწაზე, იდეის პროტოტიპირებასა და ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის შექმნაზე, სტარტაპების სამართავად საჭირო ფინანსური ცოდნის მიღებაზე, საინვესტიციო ფონდების მოძიებაზე, საგრანტო განაცხადების წერის ტექნიკებზე, იდეისა თუ პროექტის საინვესტიციო წარდგენის მომზადებაზე მუშაობდნენ.

პროგრამაში სულ 24 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ. პროგრამის დემო დღეს, რომელსაც სასტუმრო „სტამბამ“ უმასპინძლა, ჟიურის საკუთარი პროექტები 10-მა გუნდმა წარუდგინა, მათ შორის გამარჯვებულად კი Strive დასახელდა. გუნდის წევრებს ტერაბანკმა ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადასცა.

Strive ერთგვარი ონლაინსივრცეა, რომელიც ვიდეოთამაშების მატჩების მოთამაშეებს მენტორის მოძებნასა და უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, ამავდროულად, კი თავად მენტორებსაც, რომლებსაც ფრილანსერობა სურთ, საკუთარი შესაძლებლობების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.

პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს დამწყებ სტარტაპებს, შედეგად კი გააძლიეროს ქართული ეკოსისტემა, რაც მჭიდროდ უკავშირდება ტერაბანკის

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს — ახალგაზრდების განათლებასა და ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას.

„მოხარულები ვართ, რომ ამ მართლაც საინტერესო და სასარგებლო ინიციატივის პარტნიორები ვიყავით, ჩვენი წამახალისებელი ჯილდოთი კი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს დამატებითი სტიმული მივეცით“ , - აცხადებენ ტერაბანკში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა