ასლან ბჟანია - ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს

ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხის მიმართ ანტაგონისტურად არ ვართ განწყობილი. ჩვენ პრეტენზიები მათ მიმართ გვქონდა, ვინც ომი დაიწყო და ამ ომში მიიღო მონაწილეობა. ამან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. დღეს დამოუკიდებელი აფხაზეთი არსებობს, რომლის დამოუკიდებლობას მხარს რუსეთის ხელისუფლება და რუსი ხალხი უჭერს. ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივყვებით. ასევე, ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით ვართ დაინტერესებული. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავი კი ის არის, რომ ჩვენ გვესმის, თუ რამდენად რთულია ეს.

ჩვენ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად მზად არ იყო. მაგალითად, დღეს სალონიკის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, ახლა ეს ასე აღარ არის. როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გაიგებენ, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესი სხვა დინამიკას მიიღებს“, - აღნიშნა ბჟანიამ.

უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდებს კარგი არაფერი მოაქვთ.

„ეს დაძაბულობის ესკალაციაა, ეს უკრაინის ბედის გართულებაა. მეჩვენება, რომ უკრაინელებზე ნატო-ს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს. უკრაინის ტერიტორია და ხალხი ვაჭრობის საშუალება გახდა, იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც რუსეთის დასუსტებისა და განადგურებისკენ არის მიმართული. ეს უკვე აბსოლუტურად ყველას ესმის. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებას უკან დახევა არ შეუძლია. აფხაზი ხალხი ამას ხედავს და ესმის. ჩვენ მშვიდობას, როგორც ჩვენს მთავარ ღირებულებას ვაფასებთ და ამ მხრივ, ჩვენი ხედვა რუსეთის ფედერაციის ხალხის, მისი ლიდერების ხედვას ემთხვევა. ჩვენ სხვის საკუთრებაზე პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენი საკუთრების დათმობას არ ვაპირებთ და ბედის გამოცდას არავის ვურჩევთ. რაც შეეხება ხომალდებს, მათ იქ არაფერი ესაქმებათ და რაც უფრო მალე მოხდება ხომალდების გაყვანა, რეგიონში მშვიდობა უფრო მალე დადგება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება