გია ვოლსკი - არ არსებობს იმაზე დიდი ანტიევროპული რიტორიკა, რომელშიც ზოგიერთი ევროპარლამენტარია ჩართული, ვიდრე სადისტი ადამიანის ასეთი მხარდაჭერაა - ეს არის დისკრედიტაცია ევროპული ღირებულებების

მე მგონი, არ არსებობს იმაზე დიდი ანტიევროპული რიტორიკა, რომელშიც ზოგიერთი ევროპარლამენტარი არის ჩართული, ვიდრე სადისტი ადამიანის ასეთი მხარდაჭერაა - ეს არის დისკრედიტაცია საერთოდ ევროპული ღირებულებების, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის „დაცვასთან“ დაკავშირებით ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან გაკეთებული განცხადებები "აბსოლუტურად ანტიევროპული მესიჯებია“.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, რომ არა „ქართული ოცნება“, ევროინტეგრაციას საერთოდ არ ექნებოდა იმ დოზის მხარდაჭერა, რაც დღეს აქვს.

„მე მგონი, არ არსებობს იმაზე მეტი, იმაზე დიდი ანტიევროპული რიტორიკა, რომელშიც ზოგიერთი ევროპარლამენტარი არის ჩართული, ვიდრე სადისტი ადამიანის ასეთი მხარდაჭერაა. რა მესიჯს უგზავნი ქართულ საზოგადოებას? რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, მოკლა და რომლის სისტემური მმართველობა იყო სადისტური, ის არის თურმე დემოკრატიის მშენებელი და დემოკრატიის შუქურა?" - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ევროპარლამენტარი, ვინც ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე პეტიციას ნიშნავს, რომ პრინციპულად უპირისპირდება ევროპულ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს ადამიანების უფლებების დაცვას.

„ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა. შეწყალება ადამიანისა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანების უფლებები, წამებაში ამოხადა სული არა ერთს და პირდაპირ ჩვენს თვალწინ ქუჩაში დახვრიტა არა ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს სწორედ იმ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაზედაც თურმე ბორელს ჰქონდა ლაპარაკი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება