ლევან ბეჟაშვილი - ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ

ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ივანიშვილის პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის დატუქსვა მოვისმინეთ, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილის თქმით, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განუსაზღვრეს გზა, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

“ეს არის სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა - იმდაგვარი საარჩევნო რეფორმის ჩატარება, რომ მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა მხარეს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს. უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია - ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა - ირაკლი კობახიძეს კონკრეტულად მიუთითეს თუ რას გულისხმობდნენ ამ დეზინფორმაციაში, როცა თავად კობახიძე იყო იმ განცხადებების ავტორი, რომლის მიხედვით, თურმე ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

ეს წელი მართლაც გადამწყვეტი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი - მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ივანიშვილის პარტიასთან ერთად ევროპული მომავალი არა აქვს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია