თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობის პირს მისი სამსახურისთვის, ბოტოქსის, ლაზერული ეპილაციის და კოსმეტიკური პროცედურებისთვის თანხის გადახდა არ მოუთხოვია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამსახურში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობის პირს მისი სამსახურისთვის, ბოტოქსის, ლაზერული ეპილაციის და კოსმეტიკური პროცედურებისთვის თანხის გადახდა არ მოუთხოვია.

სასამართლოში, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პროკურორი ქეთევან ჩაჩავა დაინტერესდა, ხომ არ ყოფილა მსგავსი ბრძანება, რომ გასახდომი პროცედურების თანხის გადახდა მოუთხოვია რომელიმე თანამდებობის პირს სახელმწიფო სპეციალური სამსახურისთვის, მაგალითად ბოტოქსის, ლაზერული ეპილაციის, კოსმეტიკური პროცედურები.

ჩაჩავამ შესაბამისი კითხვით თემურ მღებრიშვილს მიმართა.

„ჩემი ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მსგავსი არც შავით თეთრზე დაწერილი განკარგულება, არც სიტყვიერი მითითება, რომ ასე გაკეთებულიყო, მე მსგავსი დავალება არ მიმიღია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

პროკურორი ასევე დაინტერესდა, ხომ არ იყო მოთხოვნილი თანამდებობის პირების მიერ შვილების სწავლის, სპორტული წრეების გადასახადი, რაზეც მღებრიშვილის პასუხი იყო, რომ მსგავსი არ ყოფილა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ცდილობდნენ შემცირებული ყოფილიყო ხარჯვითი ნაწილი.

„ქვეყნის გარეთ ვიზიტების დროს, პირადად მე არსად ვარ ნამყოფი და ეს იყო გამოწვეული იმით, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა ხარჯვითი ნაწილი, ყველაფერი იყო ჩარჩოში მოქცეული ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდების კუთხით“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი დაინტერესდა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მისი ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოთხოვნას თანამდებობის პირის და მისი ოჯახის ჩარტერით გადაყვანაზე დასავლეთ ევროპაში ან ამერიკაში, რაზეც მისი პასუხია, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო