სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო ფარული ან ღია ხარჯები არ გაუწევია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო ფარული ან ღია ხარჯები არ გაუწევია. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესზე დაიკითხა.

კითხვაზე, გაუწევია ან მიუღია თუ არა გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე, ან შვილის სწავლის ხარჯების გასაწევად განკარგულება, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი დავალება არ მიუღია.

„არც ერთი თეთრი - გამიწევიაც არ არის, მსგავსი განკარგულება, დოკუმენტის ფორმით, სიტყვიერად არავისგან მიმიღია",- განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, ოდესმე ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა მას პრემიერ-მინისტრის განკარგულება არ შეუსრულებია, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ კანონიერ განკარგულებებს ის ასრულებდა.

„კანონიერი განკარგულებები, რომელიც სამსახურის ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე მოდიოდა, ყველა განკარგულება სრულდებოდა",- განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოში კითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ დაევალა მთავრობის ტრანსპორტირებისთვის ხარჯის გაწევა. მისივე თქმით, თვითმფრინავი მისი სამსახურის ბალანსზე იყო, შესაბამისად, მისი საწვავით უზრუნველყოფა დაევალა.

„ადვოკატის მიერ დასმული კითხვა შეეხებოდა გაერო-ს ასამბლეაზე მთავრობის დელეგაციის გამგზავრებას, რომლის ხარჯის ანაზღაურებაც დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ეს შემდეგში მდგომარეობს: თვითმფრინავის, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე იმყოფებოდა, დაგვევალა საწვავით უზრუნველყოფა და მთავრობის დელეგაციის გამგზავრება თბილისი-მიუნხენის მიმართულებით, დანარჩენი, რიტორიკული შეკითხვები იყო წინა სამსახურის ხელმძღვანელის შესახებ, რაც ჩემი შესაფასებელი არ არის. თუმცა, რაც მე სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, იმ პერიოდზე იყო კითხვები, გამიწევია თუ არა რაიმე კერძო ფარული, ან ღია ხარჯი. მსგავსი ხარჯი არც ღია და არც ფარული, არ გამიწევია",- განაცხადა მღებრიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია