მერაბ ქვარაია - ფიზიკურ პირებზე ფინანსური ამნისტია ცუდი არ იქნება - იქნებ ვიფიქროთ არასწორი სანქცია-საურავების გასწორება-განულებაზე, რათა ხალხმა ფინანსური საქმიანობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ, ფინანსური ამნისტიის გამოცხადების საკითხი დასვა.

როგორც ქვარაიამ განაცხადა, ფიზიკურ პირებს კვლავაც „ზურგზე აწევთ“ წინა ხელისუფლების დროს დაკისრებული ფინანსური სანქციები.

„იმ პრეზიდენტის დროს, რომელსაც ახლა პატიმრობა არ მოსწონს და თვითონ მთელი საქართველო პატიმრად აქცია, არა მხოლოდ ციხეებში გამოკეტეს მთელი ქვეყანა, არამედ ფიზიკურ პირებს ძალიან დიდი სანქცია-საურავები დააკისრეს - აღარ ვსაუბრობ იურიდიულ პირებზე. ისე ხდება, რომ დღემდე ამ ადამიანების ვალდებულებები მათ ზურგზეა. იქნებ ვიფიქროთ ამაზე - არასწორი სანქცია-საურავების გასწორება-განულებაზე, რათა ამ ხალხმა ფინანსური საქმიანობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ფიზიკურ პირებზე ფინანსური ამნისტია ცუდი არ იქნება და ამაზე ფიქრი ღირს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ლაშა ხუციშვილი უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და ახლა დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო