არჩილ თალაკვაძე ვაშაძეს - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ქვეყანაში კარის გამომხურავი და შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა - ემიგრაციაში წასულთა რეკორდი თქვენს ხელისუფლებას ეკუთვნის

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ამ ქვეყანაში კარის გამომხურავი და შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა - საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რეკორდი თქვენს ხელისუფლებას ეკუთვნის , - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას გიორგი ვაშაძეს.

თალაკვაძემ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიგრაციის გაზრდის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას პროპაგანდისტული ტყუილი უწოდა.

“მახსენდება პროპაგანდის ერთი ცნობილი მინისტრის დევიზი, რომ თუ სიცრუეს ბევრჯერ გაიმეორებ, ის სიმართლე გახდება - როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძეს ამ პარადიგმის სჯერა. პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ თითქოს “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიგრაცია გაიზარდა და საქართველოში არცერთ მოქალაქეს დარჩენა აღარ უნდა - ყველას წასვლა უნდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი ტერმინით “საქართველოდან გაქცეული ხალხის“, აკადემიური ტერმინით კი, საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რეკორდი თქვენს ხელისუფლებას ეკუთვნის. ეს იყო 107 ათასი მოქალაქე ერთი წლის განმავლობაში, თან მაშინ როდესაც ქვეყანაში სრული ტერორი გქონდათ, გამსვლელ-შემომსვლელს თქვენ აკონტროლებდით და საქართველო უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!