იენს სტოლტენბერგი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები - ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან ერთად დგომას განაგრძობს მისწრაფებების შესრულების პროცესში.

“ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და აღჭურვილობა F-16-ისთვის.

ნატოს პარტნიორები, ასევე, საკვანძო როლს თამაშობენ და მივესალმები იმას, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას აწვდის [უკრაინას] და ათასობით უკრაინელ დევნილს იფარებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ, ასევე, შევეხებით უსაფრთხოებას შავი ზღვრის რეგიონში, რომელიც ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას. ასევე, გავლენას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოებაზე. ასე რომ, მივესალმები ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევებს, რომლებიც შავი ზღვრის განაღმვაზე მუშაობენ, რათა უფრო უსაფრთხო გახადონ ნავიგაციისთვის და კომერციისთვის.

ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განვიხილავთ, უფრო მეტად როგორ განვავითაროთ პარტნიორობა ნატო-სა და საქართველოს შორის. მივესალმები პროგრესს კრიზისების მენეჯმენტში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში.

ასევე, გილოცავთ, ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. გვინდა ვნახოთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მოძრაობს, მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისადმი.

ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება