გიორგი ვაშაძე - მე ჩემი ქვეყანა მტკივა, იმ ხალხის გაჭირვება მტკივა, რომელიც გარბის საქართველოდან - თქვენ კიდევ დღევანდელი დღე მოგწონთ, ელიტა - ზემდიდარი, ხალხი - უკიდურესად ღარიბი

მე ჩემი ქვეყანა მტკივა, და იმ ხალხის გაჭირვება მტკივა, რომელიც გარბის საქართველოდან, ეს არის მთავარი. იცოდეთ, რომ ხალხი სხვა რეალობაში ცხოვრობს და იმ ხალხს გაეცით პასუხი , - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ქვეყნის ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ არ იხარჯება და მხოლოდ ელიტების კიდევ უფრო გამდიდრებისკენაა მიმართული.

მისივე თქმით, სტრატეგიული პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელია, მილიარდობით ლარი კი დახარჯული.

„23 სტრატეგიული პროექტიდან, 25 მილიარდია დახარჯული და 21 დაუმთავრებელია, სად წავიდა ეს ფული? ეს ხომ ხალხის ფულია, რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდით ამით. მარტო წარსულზე საუბარი, ახლა ჩვენ რომ დავიწყოთ, შევარდნაძის დროს ასეთი იყო უმუშევრობა, სამუშაო ადგილი თითქმის არ არსებობდა 2003 წლამდე, რაზე მელაპარაკებით საერთოდ?!

წარსული კი არა, მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ, რისი გამკეთებლები ხართ, რას მოუტანთ ხალხს, როგორ დახარჯავთ ფულს, რომ სამუშაო ადგილი შეიქმნას და პროდუქციის ფასი შემცირდეს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ყიდვის შესაძლებლობა. არ შეიძლება ბიუჯეტი არ ხმარდებოდეს ხალხს, კოლოსალური თანხაა ბიუჯეტში, მაგრამ ეს ხალხის სასარგებლოდ არ იხარჯება, ესაა თქვენსა და ჩვენს შორის სხვაობა, ჩვენ გვინდა ხალხი იყოს დაფასებული ამ ქვეყანაში, თქვენ კიდევ დღევანდელი დღე მოგწონთ, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს