ჯემალ გამახარია - დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიენტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე

დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიენტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაშია ნათქვამი.

“დიმიტრი გულია, მთელი თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, არამარტო აფხაზი ხალხისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. ის არის აფხაზი ხალხის დამწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აფხაზური ლიტერატურისა და პოეზიის ფუძემდებელი.

გარდა ამისა, ის იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე. მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დიმიტრი გულია აფხაზეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მოვლენის მონაწილე და ქართული ორიეტაციის მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე გახლდათ", - ნათქვამია ჯემალ გამახარიას განცხადებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აფხაზი პოეტისა და მწერლის დიმიტრი გულიას დაბადების 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარდა.

ჯემალ გამახარიამ გააჟღერა იდეა, რომ გორის ყოფილ ამიერკავკასიის სამასწავლებლო სკოლის შენობაში, სადაც დიმიტრი გულია სწავლობდა, აფხაზი საზოგადო მოღვაწისადმი პატივსაცემად მემორიალური დაფა გაკეთდეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო