მამუკა მდინარაძე შოვის ტრაგედიაზე -  შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, რასაც ვლაპარაკობდით პირველივე დღიდან მოყოლებული, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე,  რასაც "ნაცები" ლაპარაკობდნენ, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი

უხერხულობა შეუქმნეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც დააჯილდოვა, გამარჯვებულად აღიარა და დააფინანსა გელა მთივლიშვილის ერთ-ერთი სტატია, რომელიც აგებული იყო სიყალბეზე. წარმოიდგინეთ, იმდენად რეალისტურად დაწერეს თავის დროზე რაღაც, რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც გუშინ, გუშინწინ უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია მხოლოდ "ნაცების" სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების და სხვა კონკრეტული პირების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი და სპეკულაცია.

"აღმოჩნდა, რომ რაც კი ვრცელდებოდა, ამ ხალხის მიერ, რომლებიც ახლა მე მეკამათებიან ამ სტილში და ცდილობენ თავისი მე დამაბრალონ. ამ ხალხის მიერ ტირაჟირებული ეს ყველაფერი იყო და რისი ტირაჟირებაც მოახერხეს ამ ადამიანებმა ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა, იყო ტყუილი. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჯგუფის დასკვნით, რასაც ვლაპარაკობდით პირველივე დღიდან მოყოლებული დინამიკაში როგორც განვითარდა, რისი თქმის საშუალებაც გვქონდა, ექსპერტებზე დაყრდნობით, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. რასაც ნაცები ლაპარაკობდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა კამათობენ სხვადასხვა თემაზე, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება