ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა

დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით იყოს მაქსიმალური პროგრესი.

„გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. ამ ეტაპზე არის რთული ვითარება, ვიდრე გრძელდება ომი უკრაინაში, ინტეგრაციის კუთხით არის რთული. არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი უნდა შევამზადოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამისათვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია