იენს სტოლტენბერგი - მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს

სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე” წერს.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატო-ს ფასეული პარტნიორია.

„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში. საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე", - აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს