რუსეთის თავდაცვის უწყება - როსტოვში უკრაინული ს-200 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში უკრაინული ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც სახმელეთო დარტყმისთვის იყო გადაკეთებული, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღიკვეთა კევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ უპილოტო საჰაერო აპარატის და ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტის გამოყენებით, რომელიც სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით გადაკეთდა“, - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი გაანადგურეს. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კლინცოვსკის რაიონში ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება