საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან“ დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

უკვე მეორედ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყველაზე გემრიელი გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორი ხდება და ამჯერად ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 24-25 თებერვალს მესტიაში ელოდება - „გემო ფესტთან“ დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტარიდან-მესტიის მიმართულებით და პირიქით, დამატებითი რეისები დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიულ ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება, რეგულარულ ფრენებთან ერთად 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტარის მიმართულებით და უკან, რეგულარულთან ერთად დამატებით რეისებს შეასრულებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, უკვე მეორედ უერთდება „გემო ფესტს“ და ქუთაისის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ამჯერად მესტიაში გმასპინძლობთ. მესტიის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. გასტრონომიული ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 4 რეისი დაამატა, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ფესტივალზე დასასწრებად. შევხვდებით მესტიაში“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 24-25 თებერვალს, „გემო ფესტი“ მესტიის ცენტრში გაიმართება, სადაც შეფების და ადგილობრივი მზარეულების მიერ სვანური კულინარიის ახლებური ხედვა იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო