რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი „ქართული“ ჩატარდება

რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალ „ქართულს“ უმასპინძლებს. კონკურს-ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით, აპრილის ბოლოს გაიხსნება.

ფესტივალ „ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

„გაზაფხულზე რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი - „ქართული” ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ძალიან საინტერესო და ლამაზი დღეები ელოდებათ. მე იმედი მაქვს, რომ საფესტივალო დღეებში ძალიან ბევრი საინტერესო ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოვა და ადგილობრივებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება კონკურსში. ჩვენი სურვილია, რომ რუსთავმა ნელ-ნელა შეიძინოს საფესტივალო ქალაქის სტატუსი”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„კონკურს-ფესტივალი - „ქართული”, რუსთავში წელს პირველად ჩატარდება და ამჯერად მასში რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. საფესტივალო სივრცე და სცენა რუსთავის თეატრის სკვერში მოეწყობა. ,,ქართულის” საკონკურსო ნაწილი 6 დღე გაგრძელდება და მე-7 დღეს, გალა კონცერტით დასრულდება. ათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს, ფესტივალის სპეციალური ჟიური გამოავლენს, საუკეთესო მონაწილე ანსამბლი კი გარდამავალი გრან-პრით დაჯილდოვდება.

„ქართულის” საფესტივალო სივრცეში, ერთი კვირის განმავლობაში მოწყობილი იქნება ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარიული კუთხეები, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა”, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება