24-25 თებერვალს, მესტიაში, „გემო ფესტი“ ჩატარდება

სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი.

„მესტია „მასპინძლობს „გემო ფესტს“, რომელიც გასტრონომიული ფესტივალია ტურიზმის წახალისების მიზნით. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებმა უკვე შეიყვარეს „გემო ფესტი“, რომელიც უკვე ტრადიციულია და მეოთხედ იმართება. „გემო ფესტი“ სხვადასხვა რეგიონში ტარდება და გულისხმობს როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ასევე ტურიზმის განვითარებას. ფესტივალზე ველოდებით ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს. „გემო ფესტზე“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მედია, რომელიც საქართველოს როგორც გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ დაწერს“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.

ინფორმაციის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა „გემო ფესტში“ მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გაუწიეს. „გემო ფესტის“ მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო