შარლ მიშელი - უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად ბევრი რამ გააკეთა.

„არსებობს ერთადერთი გეგმა A - მხოლოდ ერთადერთი - და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. მე უკრაინაში მომხდარი მოვლენების ცენტრში ვიყავი. ბოლო წლებში ევროკავშირის 27 წევრთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში ვიყავი და უფრო ფართო გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. საკმარისია თუ არა ეს? ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება