შალვა პაპუაშვილი - 2023 წლის ანგარიშთან ერთად, შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ანგარიშით გამოსვლის განაცხადა, რა დროსაც განვლილი წელი შეაჯამა და იმ გამოწვევევების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტთან ერთად გაუმკლავდა.

მისი თქმით, ეს იყო პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე - ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში და რადიკალურ ოპოზიციასთან გამკლავება, რომელიც ქვეყნის წინაშე მესამე დიდი საფრთხედ იქცა.

,,პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლაა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად, შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა. მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე - ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია. ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა. ყველას გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ე.წ. „გაყალბების“ პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ. მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის გასანეიტრალებლად.

,,საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის - პანდემიის, ომის და რადიკალიზმის - გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა,-‘’ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო