ირაკლი ზარქუა - სამწუხაროდ, პარლამენტში გვყავს ხელმოცარულები და რადიკალები, რომელთა ინიციატივა ქვეყნის და საზოგადოების ქაოსში შეყვანაა - მიუხედავად ამისა, შევძელით პარლამენტი შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო

დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება საქართველოს როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობა და ამის რეალურ მაგალითს და ფაქტებს იძლევა, სწორედ ბატონი შალვას ხელმძღვანელობით დღევანდელი პარლამენტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზარქუას თქმით, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა, ოპოზიციისთვის, სამართლიანი მიდგომით, დამოკიდებულებითა და კვალიფიციურობით.

„მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გვყავს პარლამენტში, რომლის მოღვაწეობის დროს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროინტეგრაციის გზაზე პარლამენტისა და მთავრობის ნაყოფიერმა მუშაობამ შედეგი მოგვცა. ის არის პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის ოპოზიციისთვის, სამართლიანი მიდგომით, დამოკიდებულებითა და კვალიფიციურობით. ასე რომ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ლიდერი გვყავს პარლამენტში. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ასპარეზზე, საელჩოები, ელჩები, ასე რომ ჩვენ ამაყები ვართ. მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება საქართველოს როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობა და ამის რეალურ მაგალითს და ფაქტებს იძლევა, სწორედ ბატონი შალვას ხელმძღვანელობით დღევანდელი პარლამენტი”,- განაცხადა ზარქუამ.

ის ასევე ეხმაურება, ოპოზიციური პოლიტიკოსების შეფასებას, რომ პარლამენტმა მთავარი, საზედამხედველო ფუნქცია დაკარგა.

მისი თქმით, პარლამენტში არიან „ხელმოცარულები და რადიკალები, რომელთა ინიციატივა უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქაოსში და შეცდომაში შეიყვანონ ქვეყანა და საზოგადოება.”

„დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ხელმოცარულები და რადიკალები პარლამენტში, რომელთა ინიციატივა უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და საზოგადოება. ბუნებრივია, ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას არ ვაძლევთ. ეს ვინც თქვა, კითხვა დაუსვით: „რამე ინიციატივით გამოსულხარ ისეთით, რომ ქვეყნის ინტერესებს ერგებოდეს-თქო?” ან სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენ არაერთი რამ შევიმუშავეთ, რომელიც მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესაბამისად, რასაც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, ეს რადიკალები მონაწილეობდნენ? - არა. ობსტრუქცია, დესტრუქცია, ქაოსი, დაძაბულობა - ეს იყო და ეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბატონი შალვას ხელმძღვანელობით შევძელით, რომ პარლამენტი შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო”, - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოდის.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება