სანდრო რაქვიაშვილი შალვა პაპუაშვილს - უნდა დავაფასო თქვენი იუმორი - მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო

ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია, - ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კოლეგების წინაშე 2023 წლის ანგარიშით წარსდგა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ყველაფერი რაც პაპუაშვილმა ოპოზიციას „დააბრალა“, შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ შეცდომები იყო.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ, საბოლოო ჯამში ასევე თქვენი შეცდომებია. ბოლოს და ბოლოს რაღაცები მარტივად იზომება. კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში 12-დან 3 პუნქტი შესრულდა ასე თუ ისე. საბოლოო ჯამში, შედეგები როგორია გვესმის. მესმის, ზოგჯერ რთულია შეცდომების აღიარება, მაგრამ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ შინაარსობრივად თქვენი შეცდომები იყო ამა თუ იმ ფორმით. შეიძლება ჩვენი შეცდომებიც იყო რაღაცები ამ სიტუაციაში, მაგრამ უფრო თქვენი,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე