ლევან იოსელიანი - ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა ამგვარი ქმედების მიმართ საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება გამართლებულად არ მიმაჩნია

ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება ამგვარი ქმედების მიმართ არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან ამან შეიძლება დააყენოს ქვეყანა მეორე საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის ბრძოლის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, დეზინფორმაცია არის პრობლემა და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში.

„დეზინფორმაცია არის პრობლემა და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, იმგვარი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება ამგვარი ქმედების მიმართ არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან ამან შეიძლება დააყენოს ქვეყანა მეორე საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ ეს არის პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას. თუმცა არ ვთვლი, რომ ამას უნდა დაუპირისპირდეს საკანონმდებლო დონეზე პარლამენტი, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავისი მოსაზრება”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება