კახა კალაძე - ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, როგორმე არ მიგვეღო სტატუსი - როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოსს ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! - ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები არიან

ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, რომ როგორმე არ მიეღო ქვეყანას სტატუსი. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! - ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.

მისივე თქმით, როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს.

„ჩვენ ვიცით, მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ ამგვარ განცხადებებს. მათი სურვილია, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია მოაწყონ, სისხლისღვრა. კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, ღირსეულმა ადამიანმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს. ესენი დაკავებულები არიან ქვეყნის მტრობით. დარბოდნენ ბრიუსელში, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ახლა ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, როგორმე არ მიეღო სტატუსი ქვეყანას. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან. ერთადერთი გზა რჩებათ, რაიმე სახის არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას: არავის არაფერი არ გამოუვა, ვერავინ ვერ გაბედავს არეულობის შემოტანას და დაპირისპირებას!“ - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება