საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლატვიელი კოლეგები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და ასევე, ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს.

„ლატვიის ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს აიგარს პრუსაკსსა და დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე განხორციელებული ინსტიტუციონალური ცვლილებებისა და დღეის მდგომარეობით არსებული მანდატის შესახებ. მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის ანალიტიკური საქმიანობის, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, დანაშაულის გამოვლენის, პრევენციის, აღკვეთისა და გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების ხერხები და მეთოდები.

შეხვედრის დასასრულს, ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ გადასახადებისთვის თავის არიდების, ფულის გათეთრების, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალური ბრუნვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე დაყვანას”, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო