მამუკა მდინარაძე - გუშინ იყო წამოცდენების დღე - ჯერ ჯანაშიამ თქვა, სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება

გუშინ იყო წამოცდენების დღე. ჯერ თემურ ჯანაშიამ თქვა, რომ სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სცადა წამყვანმა, ასეთი რამ არ ეთქვა, მაინც წამოსცდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე შემდეგ „თავად შეაშინა ამ წამოცდენამ, იმიტომ, რომ ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც სიტყვა „ზაფხული“ აქვთ ამოჭრილი“.

„გუშინ იყო წამოცდენების დღე. ჯერ ჯანაშიამ თქვა, რომ სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სცადა წამყვანმა, რომ ასეთი რამ არ ეთქვა, მაინც წამოსცდა, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება. ოღონდ მერე თავად შეაშინა ამ წამოცდენამ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც სიტყვა „ზაფხული“ აქვთ ამოჭრილი. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ქვეცნობიერი იმდენად ძლიერი რამ არის, რომ ვერ გაურბიან ამ ქვეცნობიერს. რევოლუციას, ჩვენ რომ ვამბობთ, ვითომ ირონიულად უყურებენ ამ თემას და წინა რევოლუციურ პროცესებზე საუბრობს ჯანაშია და შემდეგ ხაზარაძეს ზაფხულში აქვთ რაღაცის იმედი, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ამ წამოცდენის შემდეგ თავადვე თავის გვერდზე დადებულ ვიდეოში ეს სიტყვა „ზაფხული“ ამოიღო. მას ჰკითხეთ ახლა ეს ზაფხული რა შუაშია“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება