"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია" შალვა პაპუაშვილს პასუხობს

ჩვენ უნდა შექმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უნდა დავძლიოთ ინფლაცია, დავაბრუნოთ ემიგრანტები - საზოგადოებას ეს დაკვეთა აქვს ჩვენს მიმართ, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენს გუნდს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, შეგვიძლია ამ მთავარი პრობლემების გადაწყვეტა, ამიტომ ჩვენ ვემზადებით ბრძოლისათვის და თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, ეკონომიკურ რეფორმაზე მუშაობს.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიზანია, საქართველოს მოსახლეობა მუდმივ გაჭირვებაში ამყოფოს და ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე „ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან თამამი გადაწყვეტილებები“.

„ჩვენ ვნახეთ [პარლამენტის თავმჯდომარის] ანგარიში, რომელიც მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა მძიმე ვითარებაშია დღეს საქართველოს მოსახლეობა. ამ ანგარიშში ჩვენ ვერ ვნახეთ მთავარ პრობლემებზე პასუხები, თუ რატომ მიდის საქართველოს დღეს ასი ათასობით მოქალაქე ემიგრაციაში, რატომ არის, რომ ეკონომიკური ციფრები არ არის ხელშესახები და თვალსაჩინო საქართველოს მოქალაქეებისთვის. მდიდრდებიან კიდევ უფრო მდიდრები და ღარიბდება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა. ამ პრობლემების ფონზე ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან თამამი გადაწყვეტილებები.

ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ჩვენ შევქმენით „ერთობის პლატფორმა“ – „გამარჯვების კოალიცია“ და ბუნებრივია, ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რაც ეკონომიკური რეფორმების სახით უნდა შემოგთავაზოთ. ჩვენ უნდა შექმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ჩვენ უნდა დავძლიოთ ინფლაცია, რომელიც გვაქვს, დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები. საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა, საზოგადოებას ეს დაკვეთა აქვს ჩვენს მიმართ, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენს გუნდს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეგვიძლია ამ მთავარი პრობლემების გადაწყვეტა, ამიტომ ჩვენ ვემზადებით ამ ბრძოლისათვის, თქვენთან ერთად ვემზადებით ამ ბრძოლისთვის და თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება