კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი პარტიები ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლებენ.

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ყველა პარტიას, ისინი იბრძოლებენ ბარიერის გადალახვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ბარამიძე არ გამორიცხავს გიორგი გახარიასთან სამომავლოდ თანამშრომლობას.

კახა კალაძის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი სისტემის ნაწილი არიან.

“ძალიან მარტივია, ეს თანამშრომლობა დიდი ხანია, რაც რეგიონში ვრცელდება. ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან სხვადასხვა სახით. ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება