ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში შეხვედრაზე ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ში კანადის, ესტონეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენლებს და ასევე, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა.

„შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი წარმოადგენდა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს ეუთო-ს, როგორც ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლის მნიშვნელოვან როლს ამ არჩევნებში.

ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს