მამუკა მდინარაძე - ცოლ-ქმარი რომ ლანძღავდნენ ერთმანეთს და ქმარს რომ წამოსცდებოდეს, ჩემი მეუღლეაო, მაგრამ ცოლი ბრაზობდეს, არ ვარ მისი მეუღლეო - ასეთი მდგომარეობა აქვთ „ნაცებს” და გახარიებს

ვერ წარმოვიდგენდი თუ ბარამიძეს ცხოვრებაში რაღაცაში დავეთანხმებოდი მაგრამ, წამოსცდა ან შეგნებულად თქვა სიმართლე, რომ გახარიები მათთან კოალიციაში არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

მისივე თქმით, არ შეიძლება იყო კოალიციაში „ნაცმოძრაობასთან” და იძახდე, რომ წარმოუდგენელია, რომ მასთან კოალიციაში შევიდეო.

„შეიძლება, არ იყოს მთლად პოლიტიკოსისგან მისაღები და რელევანტური შედარება, მაგრამ ამაზე უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე: ცოლი და ქმარი ერთად რომ ცხოვრობდნენ და ხელმოწერითაც ფორმალურადაც რომ იყვნენ ქორწინებაში და ისინი ლანძღავდნენ ერთმანეთს. ხანდახან ქმარს რომ წამოსცდებოდეს, იცი რა ჩემი მეუღლეა და მეუღლე რომ ბრაზობდეს, რომ არ ვარ მისი მეუღლეო. ასეთი მდგომარეობა აქვთ “ნაცებს” და გახარიებს. უფრო მარტივად და პრიმიტიულად როგორ ვთქვა არ ვიცი, რომ გაიგონ გახარიებმა, არ შეიძლება იყო კოალიციაში “ნაცმოძრაობასთან” და იძახდე, რომ წარმოუდგენელია, რომ მასთან კოალიციაში შევიდეო. უკვე არიან. ვერ წარმოვიდგენდი თუ ბარამიძეს ცხოვრებაში რაღაცაში დავეთანხმებოდი მაგრამ, წამოსცდა ან შეგნებულად თქვა სიმართლე და თქვა, რომ გახარიები არიან მათთან კოალიციაში. რა მნიშვნელობა აქვს გია ბარამიძე იტყვის თუ სხვა პოლიტიკოსი. ჩვენ ყველამ ხომ ვიცით რომ კოალიციაში არიან საკრებულოებში და ამ დროს ჰყოფნით იმისი ძალა, რომ გამოვიდნენ ტრიბუნასთან და თქვან, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათთან კოალიციაში შევიდეთო”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება