ლევან ბეჟაშვილი - არჩევნების შემდგომ, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, განიხილავს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია" პარტიასთან „საქართველოსთვის“ თანამშრომლობას.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ყველა პროევროპულ პარტიასთან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ კოალიცია შეიქმნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია" იბრძვის ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის. იქნება გახარია თუ სხვა პარტიები, ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ბარიერის გადალახვისთვის და მათთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები და დამოკიდებულებები გვაქვს საქართველოს მომავალზე და არჩევნებთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ არჩევნების შემდგომ, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია. ეს კოალიცია უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე მორგებული, რათა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ",-განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს