ხატია დეკანოიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა - საუბარი იყო მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე

საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან, - ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიში.

მისივე თქმით, ამ ანგარიშში გამოჩნდა, რომ ნებისმიერი მოწოდება თანამშრომლობისკენ არის ყალბი, იმიტომ, რომ მთელი აგრესია და ზიზღი მომდინარეობდა სწორედ ოპოზიციის მიმართ.

„პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის მიერ 9 დათქმიდან მნიშვნელოვანი შესრულების ერთ-ერთი მაგალითი, (დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობ) სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები და შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია და ზიზღი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა